მოლარე-ოპერატორი - დროებითი (რეგიონები)

პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
06 ოქტომბერი - 05 ნოემბერი

ვაკანსიის აღწერა

სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსის” 18 მაღაზიას მოიცავს.

სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).
სს ”ელიტ ელექტრონიქსის” ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

დამსაქმებელი:  სს” ელიტ ელექტრონიქსი” 
პოზიციის დასახელება:  მოლარე-ოპერატორი
ადგილმდებარეობა:  თბილისი, რუსთავი,  ბათუმი , ხაშური
დასაქმების ტიპი:  სრული განაკვეთი, დროებითი (1-2 თვე)
შერჩევის ფორმა: ტესტირება, გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები: 

  • ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი
  • გაყიდული ნივთის მოდელის ფასის გადამოწმება
  • გაყიდული ნივთის გატარება
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა
  • საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა
  • ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა
  • საგარანტიოს გამოწერა
  • საწყობთან კონტაქტი, მისამართების გადაცემა
  • მაღაზიის სასაქონლო ნაშთის ფინანსური აღრიცხვიანობა
  • მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
  • საწყობთან კონტაქტი, მისატანი პროდუქციის მისამართების გადაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მოლარე-ოპერატორად/ბუღალტრად მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • სასურველია პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება
პიროვნული მახასიათებლები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. 
დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
უნარები
გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
06 ოქტომბერი - 05 ნოემბერი