ბაზარი ორბელიანზე აცხადებს ვაკანსიას ღვინის გაყიდვების სპეციალისტის (კავისტა) პოზიციაზე:
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?
ბაზარი ორბელიანზე არის უნიკალური ადგილი საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას.
ბაზარი ორბელიანზე თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზრისა და კვების ჰოლის ინტეგრაციაა. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. აქ აგრარულ პროდუქტებთან ერთად გაერთიანებულია 35 სხვადასხვა მიმართულების რესტორანი - როგორც ქართული რეგიონალური, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოები. პროექტი განთავსებულია სამ სართულზე და მისი ფართობი შეადგენს 10,000 კვ.მ.
ჩვენ გთავაზობთ:
• კომფორტულ სამუშო გრაფიკს
• კონკურენტულ ანაზღაურებას
• შერჩეული კანდიდატების პროფესიული გადამზადებას, ზრდას და განვითარებას
ძირითადი მოვალეობები:
• სტუმრებისთვის მომსახურების გაწევა და ღვინის სწორად შერჩევაში დახმარება;
• დეგუსტაციის ჩატარება
• ფინანსური ანგარიშგება
• სამუშაო პროცესების სწორად ორგანიზება
ძირითადი მოთხოვნები:
• ღვინის მაღაზია/რესტორანში 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
• ქართული და უცხოური ღვინის ბაზრის ცოდნა
• იდიალური კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ და რუსულ ენებს, როგორც სალაპარაკო, ასევე წერილობით.
უნარ-ჩვევები:
• ენერგიული
• დეტალებზე ორიენტირებული
• კრეატიული
• კომუნიკაბელურობა
• პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა
ბაზარი ორბელიანზე არის თანაბარი
შესაძლებლობები დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს მრავალფეროვანი სამუშაო ძალის
დაქირავებასა და ინკლუზიური კულტურის შენარჩუნებას მის სივრცეში, ჩვენი გუნდი არ
ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის, ვეტერანთა სტატუსის ან ადგილობრივი
კანონმდებლობით დაცული სხვა უმცირესობების შერჩევის პროცესში.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე
თქვენი მონაცემების გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისდ, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია
დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.