შპს "სქაიტელი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლონოგიებს და გადაწყვეტილებებს.
შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე
დასაქმების ადგილი - ბათუმი/თერჯოლა/დუშეთი/ბორჯომი
უშუალო დაქვემდებარება - კოორდინატორი
სამუშაო დრო - სრული (40 სთ-იანი კვირა):
· ორშაბათი-პარასკევი: 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება)
· შაბათი და კვირა (მორიგეობით): 10:00 სთ -15:00 სთ
ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი (საბონუსე სისტემით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით)
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე
დამატებით სარგებელი - ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ); სატელეფონო ლიმიტი; კომპანიის პროდუქტზე 50%-იანი ფასდაკლება (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ);
ფუნქცია - მოვალეობები:
· რადიო და ოპტიკური ინტერნეტის ინსტალაცია;
· ინტერნეტ პროდუქტების ინსტალაციისას და/ან ტექნიკური პრობლემების აღმოჩენისას პრობლემის მიზეზის ანალიზი და აღმოფხვრა, კომპეტენციის ფარგლებში;
· კოორდინატორისგან მიღებული დავალების საფუძველზე, მომხმარებელთან ვიზიტის დროის შეთანხმება და სამუშაო მარშრუტის დაგეგმვა;
· პროგრამულ ბაზაში დავალების კორექტირება, შესრულების სტატუსის მართვა;
· სახარჯი მასალების აბსოლუტური სიზუსტით ჩამოწერა და მომხმარებელზე გადაწერა პროგრამულად;
· ინვენტარისა და სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი;
· კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა, არსებული და ახალი პროდუქტების სიღრმისეული შესწავლა;
· საჭიროების შემთხვევაში, ახალი თანამშრომლის საორიენტაციო პროგრამაში მონაწილეობა და დატრენინგება;
· ხელმძღვანელის მოთხოვნისამებრ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება;
· კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
პასუხისმგებლობები:
• მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებული მიდგომა;
• დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად, დროულად და პროფესიულად შესრულება;
• კომპანიაში არსებული წესებისა და პროცედურების დაცვა;
• დროებით სარგებლობაში გადაცემული მატერიალურ–ტექნიკური საშუალებების მოვლა/შენახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება - სასურველია უმაღლესი/პროფესიულ–ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და კავშირგაბმულობის განხრით;
სამუშაო გამოცდილება - სასურველია მინიმუმ 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება სატელეკომუნიკაციო ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფილით;
ცოდნა - ა) ქართული ენის გამართულად ცოდნა
ბ) ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელის საბაზისო ცოდნა
დამატებითი მოთხოვნები:
საკუთარი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის და ავტომობილის ცვეთის ანაზღაურებას)
უნარები/შესაძლებლობები:
· სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
· რუკებთან მუშაობის უნარი, ადგილ–მდებარეობის ორიენტაციის უნარი;
· კომუნიკაბელური;
· დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
· ანალიზის უნარი;
· პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
· დროის სწორად მართვის უნარი;
· გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - hr@skytel.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მაგალითად, „ინსტალატორი - ბორჯომი“.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „სქაიტელის“ მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს !