Standart

გაყიდვების აგენტი

15 October - 14 November
Details
Address
შროშის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი უძრავი ქონების სააგენტო "უნიპრო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

"უნიპრო" არის უნივერსალური და პროგრესული კომპანია, რომელიც დაფუძნების დღიდან ცდილობს საქართველოს უძრავი ქონების სფეროში ხარისხის ამაღლებას, საინტერესო პროდუქტისა და თანამედროვე სერვისის შექმნას ბაზარზე.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 50-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოში ქალაქ თბილისში. 

კომპანიის მთავარი მიზანი და მისწრაფებაა განავითაროს უძრავი ქონების სფერო საქართველოში თანამედროვე, დახვეწილი და პროფესიონალური მიდგომების გამოყენებით. 

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება 1500 ლარიდან 12000 ლარამდე.

"უნიპრო" გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:

** უფასო გადამზადება და ტრენინგები
** პიროვნული და პროფესიული განვითარება
** მაღალი ანაზღაურება და ბონუსები
** კარიერული წინსვლა
** Fitpass
** იდეალური სამუშაო სივრცე და კომფორტული გარემო
** დაჯილდოებები
** ტურები ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.

მოვალეობები: 

** პოტენციურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
** უძრავი ქონების მიმართულებით კონსულტაციის გაწევა
** პროდუქტის ანალიზი და ოპტიმიზაცია
** ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა.

მოთხოვნები: 

** სასურველია (არა სავალდებულო) გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში
** ინგლისური ენის ცოდნა (საკმარისია B2 დონეც)
** გამართული მეტყველება
** ინდივიდუალიზმი
** კრეატიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პრეზენტაციის უნარი.

თუ თვლით, რომ შეგიძლიათ იყოთ ერთ-ერთი "უნიპროელი" და ჩვენი დიდი ოჯახის საპატიო წევრი, დაგვიკავშირდით და მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: uniprogeo@gmail.com
Category
Sales
Slogan
Let us guide you home 🏠
Location
შროშის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
15 October - 14 November