„ბებე+“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე
ვაკანსია: მოლარე-კონსულტანტი, 6 საათიანი სამუშაო განაკვეთი
საწყისი ანაზღაურება: 500 ლარი, 3 თვის გასვლის შემდეგ (შტატში ჩასმის შემდეგ) ფიქსირებულს + ნავაჭრის %.
„ბებე+“ არის ბავშვის, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ
- სალაროსთან მუშაობა
- გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა
მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება და კომუნიკაბელურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია
- ინგლისურის და რუსულის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV (აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად).