„ჯი-ემ-თი გასტრონომია“ აცხადებს ვაკანსიას რეკრუტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. „ჯი-ემ-თი გასტრონომია“ აერთიანებს განსხვავებული კონცეფციის ოთხ სარესტორნო სივრცეს. მის შემადგენლობაში შედის ფუნიკულიორის კომპლექსი, სახაბაზო „პური გულიანი“, გასტრონომიული დუქანი „რიგი“ და „პური გულიანი ექსპრესი“.
კომპანიის მთავარი ამოცანაა სტუმარმასპინძლობის სფეროში საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ახალი და მრავალფეროვანი პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.
პოზიციის მდებარეობა: ჭანტურიას ქ.
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 319 300
ძირითადი მოვალეობები:
• შერჩევის სრული ციკლის მართვა; პერსონალის შერჩევა და განაწილება მათი კვალიფიკაციის, უნარების, პიროვნული და საქმიანი თვისებების შეფასების საფუძველზე;
• საკადრო რესურსის საჭიროების პროგნოზირება;
• შრომის ბაზრის შესწავლა; კადრებზე მოთხოვნის დაკმაყოფილების წყაროების განსაზღვრა;
• კონტაქტების დამყარება დასაქმების სააგენტოებთან;
• პერსონალის შერჩევის ეტაპების განასაზღვრა, საჭიროებისამებრ;
• შერჩეულ კანდიდატთა მიღების პროცესის ადმინისტრირება;
• საჭიროებისამებრ საკადრო რეზერვის შექმნა;
• შიდა შერჩევების ორგანიზება, ჩატარება;
მოთხოვნები:
• განათლება შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროში;
• სამუშაო გამოცდილება 3 წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
• მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება სტუმარმასპინძლობის სფეროში;
• უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
- გასაუბრება HR დეპარტამენტსა და გენერალურ მენეჯმენტთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!