გაყიდვების მენეჯერი

13 მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი
10:00 - 18:00
3-5 წელი
27 ოქტომბერი - 26 ნოემბერი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია,, ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 14 მდე  ქსელურ აგრომაღაზიასა - ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოს რეგიონებში.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.

ვეძებთ ახალ თანამშრომელს გაყიდვეის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. 

კანდიდატს სასურველია ჰქონდეს:

  • კარგი  ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკებისა და  დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება.
გვიხილეთ:
ან ვებ-გვერდზე www.baraka.ge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოს მაშტაბით გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა და კოორდინირება;
  • საქართველოსი აგრო ბაზრის ანალიზი და მონიტორინგი;
  • კომპანიის საფასო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის და მათ შორის კორპორატიული კლიენტებისათვის ,  სავაჭრო ობიექტებისათვის (მაღაზიებისათვის) წლიური გაყიდვების გეგმის შემუშავება და ყოველთვიური განახლება;
  • კომპანიის გაყიდვების გეგმის რეალიზაციის მონიტორინგი;
  • კომპანიის ბაზრის წილის ზრდაზე ზრუნვა;
  • კორპორატიული კლიენტებისათვის კომერციული პირობების შემუშავება  და  მოლაპარეკებების წარმოება;
  • პარტნიორებთან ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება ზრუნა, შემდგომი შენარჩუნება და განვითარება;
  • კონკურენტი კომპანიების აქტივობების მონიტორინგი და მათი გაყიდვების ანალიზი;
  • სავაჭრო ობიექტებში მარკეტინგული აქტივობების განხორციელება;
  • მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად წლიური სავაჭრო მარკეტინგული აქტივობების განსაზღვრა და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კომპანიისა და მისი ბრენდების ცნობადობის ზრდასა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • სავაჭრო მარკეტინგული ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საქართველოს მაშტაბით მივლინებები ბაზრის მონახულებისა და ანალიზის მიზნით;
  • გაყიდვების გუნდის შართვა და კოორდინირება;
  • შესაბამისი ანგარიშგების მომზადება და წარდგენა  ;
  • კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;
  • კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის  ან მაგისტრის დიპლომი;
  • გაყიდვებში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მარკეტინგის, გაყიდვების ან ექსპორტის მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (სხვა დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
სხვა დამატებითი მოთხოვნები:

  • გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების ცოდნა;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
  • ბიუჯეტირების და საგადასახადო კუთხით ზოგადი ცოდნა;
  • პროცესების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დატვირთულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ორგანიზებულობა.
  • პირადი მსუბუქი ავტომანქანა  აუცილებელია სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე.
  • ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი , სატელეფონო ლიმიტით
  • ავტომანქანის საწვავის ლიმიტს
გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე  დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა  თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს  კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად  2000 -დან 4000-მდე  ( NET)  ფიქსირებული და დამატებით საბონუსე სისტემა.

,,გაყიდვების  მენეჯერი,,-ანგარიშვალდებულია  კომპანიის კომერციულ დირექტორთან  წინასწარ შემუშავებული  გაყიდვების  ყოველთვიური და წლიური  გეგმის შესრულებაზე , ასევე არის კომერციული  დირექტორის   უშუალო  დაქვემდებარებაში .

სამუშაო ადგილია: ქ.თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, მ.ალექსიძის ქ.# 13

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , 10-დან 18 საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით.

გისურვებთ წარმატებებს!

დეტალები
ხელფასი
2000-4000 ₾ + ბონუსი
ენები
ქართული, English
გამოცდილება
3-5 წელი
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
უნარები
კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
კვლევა
სლოგანი
მეცნიერება უხვი მოსავლისთვის
მისამართი
13 მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
27 ოქტომბერი - 26 ნოემბერი