მაღაზიათა ქსელის მენეჯერი

13 მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი
10:00 - 18:00
2-3 წელი
27 ოქტომბერი - 26 ნოემბერი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია,, ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, კომპანია ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 13  ქსელურ აგრო მაღაზიასა , ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.

ვეძებთ ახალ თანამშრომელს  მაღაზიათა ქსელის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. 

კანდიდატს სასურველია ჰქონდეს კარგი:
 
  • ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკებისა და  დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება;
  • ფლობდეს პირად მსუბუქ ავტო მანქანას.
გვიხილეთ:
ან ვებ-გვერდზე www.baraka.ge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად,  სავაჭრო ობიექტების განვითარების  სტრატეგიის განსაზღვრა და კოორდინირება;
  • სავაჭრო ობიექტების მუშაობის ანალიზი და მონიტორინგი;
  • სავაჭრო ობიექტების (მაღაზიების) ყოველთვიური და  წლიური გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
  • კონკურენტი კომპანიების აქტივობების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისათვის, კომერციული დირექტორისათვის;
  • სავაჭრო ობიექტებში მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და  განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიისა და მისი ბრენდების ცნობადობის ზრდასა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • საქართველოს მაშტაბით  მუდმივი მივლინებები,  სავაჭრო  ობიექტების  კონტროლის და  შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტის (მაღაზიის) მენეჯერის მუშაობის კონტროლი ,  მართვა და კოორდინირება;
  • ყოველკვირეული  შესაბამისი ანგარიშგების მომზადება და წარდგენა  ხელმძღვანელისათვის - კომერციული დირექტორისათვის ;
  • კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;
  • კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება  კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის დიპლომი;
  • გაყიდვებში გამოცდილება აუცილებელია;
  • სავაჭრო ობიექტების  გუნდის მართვის მინიმუმ 2 წლიანი  გამოცდილება ;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
სხვა დამატებითი მოთხოვნები:

  • სავაჭრო ობიექტის პერსონალის გუნდის განვითარების სტრატეგიების ცოდნა;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
  • ბიუჯეტირების და საგადასახადო კუთხით ზოგადი ცოდნა;
  • პროცესების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დატვირთულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ორგანიზებულობა.
  • ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი , სატელეფონო ლიმიტით
  • საწვწვის ლიმიტი
  • მეგობრული  და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
მაღაზიათა ქსელის   მენეჯერის  პოზიციაზე  დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა  თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს  კვალიფიკაციის- გამოცდილების შესაბამისად  2000 -დან 4000  ლარამე   ( NET) ფიქსირებული  და დამატებით საბონუსე სისტემა.

მაღაზიათა  ქსელის   მენეჯერის  უშუალო  ხელმძღვანელია   კომერციული დირექტორი და იგი ანგარიშვალდებულია  კომერციულ დირექტორთან სავაჭრო ობიექტების  ყოველთვიური გეგმის შესრულებაზე.

სამუშაო ადგილია: საქართველოს რეგიონები (80% სამუშაო დროის) და ქ.თბილისის სათაო ოფისი( 20% სამუშაო დროის)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , 09-დან 18 საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
ხელფასი
2000-4000 ₾ + ბონუსი
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
უნარები
მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
კვლევა
სლოგანი
მეცნიერება უხვი მოსავლისთვის
მისამართი
13 მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
27 ოქტომბერი - 26 ნოემბერი