მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსი

3 ქეთევან დედოფალის გამზირი, თბილისი
2-3 წელი
27 ოქტომბერი - 09 ნოემბერი

ვაკანსიის აღწერა

ტერაბანკი აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ტერაბანკი 22  წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს. 
შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • ბაზების მართვა და კონტროლი
  • რეპორტების (მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი რეპორტების) შექმნა/ გაუმჯობესება/ ავტომატიზაცია 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • საბანკო სფეროში რეპორტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა 
  • Microsoft SQL-ის მაღალ დონეზე ცოდნა 
დამატებითი მოთხოვნები:

  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი 
კონკურსი ჩატარდება ტესტირების და ინტერვიუს სახით. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 09 ნოემბრის 18:00 სთ-მდე.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
ენები
ქართული, English
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
3 ქეთევან დედოფალის გამზირი, თბილისი, საქართველო
27 ოქტომბერი - 09 ნოემბერი