აგრო-კომპანია ,,ბარაქა,, რომელიც ოპერირებს საქართველოში და ლიდერია მცენარეთადაცვისსაშუალებების, სასუქების, სათესლემასალების, ბიო პრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, აცხადებს ვაკანსიას ,,მთავარი ბუღალტრი,,-ის პოზიციაზე.
გვიხილეთ:
დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, პროფესიულ განვითარებას და ზრდის პერსპექტივას.
სახელფასო განაკვეთი: 2500 ლარი-დან 3000 ლარამდე (NET) გამოცდილების შესაბამისად .
სამუშაო ადგილი: თბილისი,სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ალექსიძის 13.
განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10-დან 18 საათამდე, შაბათი და კვირა დასვენების დღეებია.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბუღალტერიის გუნდის მართვის გამოცდილება;
- ძირითადი საშუალებების რეესტრის პროგრამული წარმოება და კონტროლი;
- შესყიდვის ოპერაციების აღრიცხვა, მათშორის იმპორტის;
- დებიტორული და კრედიტორული ნაშთების მონიტორინგი, შედარების აქტების უზრუნველყოფა;
- გაყიდვებია ოპერაციების ბუღალტრული ასახვა და მონიტორინგი;
- მარკეტინგული და სხვა მომსახურებების კალკულაცია და ბუღალტრული ასახვა;
- პირველადი დოკუმენტების დამუშავება და ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა, ბუღალტრულ პროგრამა FINA -ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ;
- სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში
- მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების, და განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით.
გისურვებთწარმატებებს!