შესყიდვების სპეციალისტი

3 ქეთევან დედოფალის გამზირი, თბილისი
01 ნოემბერი - 10 ნოემბერი

ვაკანსიის აღწერა

ტერაბანკი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ტერაბანკი 22  წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს. 

შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.

ძირითადი ფუნქციები:

  • შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება/შესყიდვა
  • შესასყიდი პროდუქციისა და ახალი მომწოდებლების მოძიება
  • მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება
  • შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კოორდინირება
  • შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება 
  • სასურველია  შესყიდვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა, ასევე სასურველია რუსული ენის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის მაღალ დონეზე ცოდნა (მათ შორის Excel) 
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • მიზანდასახულობა
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
კონკურსი ჩატარდება ტესტირების და ინტერვიუს სახით. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 10 ნოემბრის ჩათვლით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
ენები
ქართული, English
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
3 ქეთევან დედოფალის გამზირი, თბილისი, საქართველო
01 ნოემბერი - 10 ნოემბერი