პრობლემური სესხების მართვის სპეციალისტი

3 ქეთევან დედოფალის გამზირი, თბილისი
1-2 წელი
03 ნოემბერი - 11 ნოემბერი

ვაკანსიის აღწერა

ტერაბანკი აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ტერაბანკი 22 წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები

ძირითადი ფუნქციები:

  • პრობლემური საკრედიტო პორტფელის რეპორტინგი, მართვა და გაჯანსაღება
  • ბანკის მიერ დასაკუთრებული პრობლემური აქტივების მართვა
  • პრობლემური საკრედიტო პროდუქტების რესტრუქტურიზაცია და კლიენტთა ანგარიშების კონტროლი
პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული განხრით
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის Excel) მაღალ დონეზე ცოდნა 
  • საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია  რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • გუნდური  მუშაობის უნარი
  • ემოციური მდგრადობა
  • დეტალებზე ორიენტირება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 11 ნოემბრის ჩათვლით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. 

ტერაბანკი გისურვებთ  წარმატებას!  
დეტალები
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ეფექტური კომუნიკაციის უნარი, დეტალებზე ორიენტირება, ემოციური მდგრადობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
3 ქეთევან დედოფალის გამზირი, თბილისი, საქართველო
03 ნოემბერი - 11 ნოემბერი