ინვენტარიზაციის სპეციალისტი

25 ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირი, თბილისი
04 ნოემბერი - 04 დეკემბერი

ვაკანსიის აღწერა

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე 

ფუნქცია-მოვალეობები:

ჰიპერმარკეტებში არსებული მარაგების აღწერა და შედარება კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
არსებული სასაქონლო ნაშთების ფიზიკური მონიტორინგი;
ასაღწერი ობიექტის სრული ინვენტარიზაცია როგორც კომერციული მარაგების ასევე ძირითადი საშუალებების;
ინვენტარიზაციის პროცესში შეუსაბამობების გამოვლენა და დაფიქსირება;
ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების წარდგენა ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

უმაღლესი/არასრული უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
აუცილებელია Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ორგანიზებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: 12-15 სამუშაო ღამე თვის ჭრილში;
სამუშაო საათები: 22:00 – 07:00 სთ (1 საათი შესვენება);
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი;
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო);
FitPass;

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 
გამოაგზავნეთ თქვენი CV.

ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
განათლება
ბაკალავრი
უნარები
დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სოციალური ქსელები
04 ნოემბერი - 04 დეკემბერი