შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბერმელი“ აცხადებს ვაკანსიას პიარ-მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
• მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა;
• მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
• პროდუქტების მარკეტინგული აქტივობების მოფიქრება/დაგეგმვა და განხორციელება;
• პრეზენტაციების, ბანერების დიზაინისა და სხვა სარეკლამო აქსესუარების დიზაინის შექმნის ადმინისტრირება;
• ტრეინინგების ორგანიზება;
• ციფრული მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და სოციალური მედიის, ვებ-გვერდის მართვა;
• გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
• რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან.
აუცილებელი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
• სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება აუცილებელია (fb, In, SEO, Google Ads and etc).
პიროვნული თვისებები:
• ანალიტიკური აზროვნება;
• პროაქტიულობა;
• ამოცანების მიმართ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა;
• კომუნიკაციის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
• მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
• სამუშაო საათები: ორშაბათ პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 09:20-14:20 40 საათიანი სამუშაო კვირა
• ანაზღაურება – კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და წარმოდგენილი
პროექტების მიხედვით 2500 ლარიდან 3500 ლარამდე.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნით რეზიუმე.
ტელ: 568 700 300