მძღოლი

2 ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი
09 ნოემბერი - 09 დეკემბერი

ვაკანსიის აღწერა

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ისთ-ფოინთის და  დიღმის ფილიალისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთილი პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • შიდა გადაზიდვების შემთხვევაში პროცესში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • მართვის მოწმობა B  კატეგორია;
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:

  • გრაფიკი: 3 დღიანი სამუშაო ცვლა (3 დღე მუშაობა 3 დღე დასვენება)
  • სამუშაო საათებუ: 09:00 – 21:00 სთ; 
  • ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • კვება;
  • FitPass;
თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 
გამოაგზავნეთ თქვენი CV.

ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე, შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
ხელფასი
1000 ₾ + ბონუსი
უნარები
პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა, გუნდური მუშაობის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სოციალური ქსელები
09 ნოემბერი - 09 დეკემბერი