სერვის კოორდინატორის მოსამზადებელი პროგრამა - მარნეული
14 November - 28 November
Details
Address
რუსთაველის ქუჩა, მარნეული
₾
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Skills
კარგი კომუნიკაციის უნარი
Vacancy description
ტერაბანკი „Next Generation” პროგრამის ფარგლებში აცხადებს მიღებას მარნეულში სერვის კოორდინატორის მოსამზადებელ პროგრამაზე. პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც კარიერის დაწყება და განვითარება სურს საბანკო სფეროში.
“Next Generation” პროგრამა შედგება თეორიული სწავლებისა და სტაჟირების კურსისგან, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატი პირველ ეტაპზე დასაქმდება სარეზერვო თანამშრომლად და წარმატების შემთხვევაში, ექნება ტერაბანკში წინსვლის შესაძლებლობა.
პროგრამის პირობები:
სასიამოვნო სამუშო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
თეორიული და პრაქტიკული მომზადების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლის პირველადი კონსულტაცია და ბანკის პროდუქტების გაცნობა
მომხმარებლისთვის სწრაფი გადახდის აპარატის სერვისით სარგებლობის შეთავაზება
ეს პროექტი არის შენთვის:
თუ ფლობ ინგლისურ ენას სასაუბრო დონეზე
თუ გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი და ხარ განვითარებაზე ორიენტირებული
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.