კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი

რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა, თბილისი
1-2 წელი
17 ნოემბერი - 17 დეკემბერი

ვაკანსიის აღწერა

ბენე კომფორტი დაარსდა 2020 წელს და უკვე მესამე წელია ემსახურება 30-მდე საცხოვრებელ კომპლექსს და ზრუნავს 3000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე. 

ჩვენი კომპანიის მთავარ ძალას წარმოადგენს გუნდი, რომელიც ზრუნავს მაცხოვრებლებზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე.

კომპანიის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ბენე კომფორტი უნდა გახდეს ბაზარზე უძრავი ქონების სექტორში პირველი მულტიფუნქციური კომპანია, რომელიც თავის თავში გააერთიანებს, როგორც საცხოვრებელი კორპუსების მართვას, ასევე ყიდვა გაყიდვის სააგენტოს, აპარტოტელების მართვას და უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიას, როგორც ინვესტორებისათვის ასევე დეველოპერებისათვის.

თუ შენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა, მაღალშემოსავლიანი სამსახური და წარმატებული კარიერა, ასევე გაინტერესებს უძრავი ქონების სექტორი ჩვენ მზად ვართ შენთან შესახვედრად. 

კომპანია „ბენე კომფორტი“ აცხადებს ვაკანსიას „კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის“ პოზიციაზე.

მოვალეობები: 

  • შემომავალ ზარზე მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება და მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება.
  • შემოსული ლიდების გადანაწილება საინვესტიციო მრჩეველისთვის. 
  • მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა.
მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, კლიენტთა მომსახურების სფეროში.
  • 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft Office (Word, Excel, Outlook).
  • ქართული ენის სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (აუცილებელია)
პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • ლოგიკური აზროვნების უნარი.
  • ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
  • კონკურენტული ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დეტალები
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
უნარები
დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
გაყიდვები, მშენებლობა
მისამართი
რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
17 ნოემბერი - 17 დეკემბერი