ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი

მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი
18 ნოემბერი - 18 დეკემბერი

ვაკანსიის აღწერა

რომპეტროლის ოჯახი, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, გეძებთ თქვენ

თუ ეძებ სამსახურს, ან გინდა შეუსაბამო უკვე არსებულს, ჩვენი გრაფიკი დაგეხმარება ამაში.

ჩვენ გთავაზობთ:

მოქნილ სამუშაო გრაფიკს: ყოველ მეოთხე დღეს 24 საათიანი ცვლა (თვეში 7, ან 8 სტანდარტულ ცვლა), ან დღეგამოშვებით 12 საათიანი დღის ცვლა (თვეში 15, ან 16 დღის ცვლა)
კონკურენტულ ანაზღაურებას (განახლებული ფიქსირებული ხელფასი, დამატებითი ცვლების 125%-ით გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება, სახელმწიფო დასვენების დღეს ნამუშევარი დროის ორმაგი ანაზღაურება, კვარტალური ბონუსები)
სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო შენატანის თანამშრომლის წილის გადახდას
თუ სტუდენტი ხარ, ცვლების განაწილებაში ხელშეწყობას
თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ ადგილმდებარეობას
კარიერის განვითარების რეალურ შესაძლებლობას
დაცულ სამუშაო გარემოს, ვირუსისაგან პირადი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას. 

რისი გაკეთება მოგიწევთ:

მომხმარებლის ავტომობილის შესაბამისი საწვავით გამართვა;
მიღებული მომსახურების ღირებულების გატარება - სალარო, თუ საბანკო ტრანზაქციის მეშვეობით;
მიმდინარე სიახლეების მომხმარებლებისათვის გაცნობა

სამუშაო ადგილის მისაღებად:

გადადით მოცემულ ბმულზე და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა https://wrk.ge/CA5fpt

არ გამოტოვო შანსი, დაიწყო კარიერა ჩვენთან და გახდე რომპეტროლ საქართველოს დიდი, საერთაშორისო ოჯახის წევრი. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკნტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას რომპეტროლ საქართველოს  მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ადგილობრივ, ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
18 ნოემბერი - 18 დეკემბერი