“ტერმინალი” არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.facebook.com/Terminaltbilisi
“ტერმინალი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით დახვდნენ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 24 ან თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N37მძირითადი მოვალეობები:
სივრცის წევრებისა და ვიზიტორების დახვედრა;
წევრებთან და პოტენციურ წევრებთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;
პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;
გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.
ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:
მომხმარებლებზე ორიენტირებული;
მეგობრული;
საუბრობს ინგლისურად საკომუნიკაციო დონეზე;
შეუძლია გუნდური მუშაობა.
ჩვენ გთავაზობთ:
მეგობრულ გარემოს ჩვენს მულტინაციონალურ და მულტიფუნქციურ სივრცეში;
სავალდებულო საპენსიო შენატანის უზრუნველყოფას და ჯანმრთელობის დაზღვევას;
სამუშაო საათები: 09:00 - 17:00 ან 13:00– 21:00 (ორშაბათი-პარასკევი)
თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.