პრემიუმი

უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი

21 ნოემბერი - 21 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
შროშის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული
გამოცდილება
გამოცდილების გარეშე

ვაკანსიის აღწერა

უამრავი ადამიანისთვის უძრავი ქონების სფერო, მეტია ვიდრე კარიერა. უძრავი ქონება არის გატაცება და ცხოვრების სტილი, რომელიც პროფესიული და პიროვნული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ეს არის სფერო, სადაც ეხმარებით სხვა ადამიანებს ოცნებების ასრულებაში და პარალელურად საკუთარ ოცნებებს ისრულებთ.  
უძრავ ქონებაში მუშაობის ბენეფიტები:
1) ეს არის სფერო ყველანაირ ჩარჩოებისგან თავისუფალი. უძრავ ქონებაში მუშაობის თითოეული დღე არის უნიკალური, ახალი გამოცდილებებითა და სიახლეებით აღსავსე. როგორც უძრავი ქონების პროფესიონალი, თქვენ სრულად თავისუფალი ხართ რუტინული, შაბლონური და მოსაწყენი სამუშაო გარემოსგან, მეტიც თქვენ გეძლევათ სრული თავისუფლება თქვენ იდეებსა და კრეატივს მისცეთ გასაქანი და განვითარდეთ, როგორც დამოუკიდებელი, სტერეოტიპებისგან და კლასიკური მიდგომებისგან თავისუფალი პროფესიონალი გაყიდვების სფეროში. 
2) ზრდის შესაძლებლობა. როგორც უძრავი ქონების სპეციალისტი თქვენ შეამჩნევს, რომ საქმეში ჩადებული თითოეული თქვენი წვლილი პირდაპირპროპორციული იქნება თქვენი წარმატებისა. თქვენ ასევე აღმოაჩენთ, რომ თქვენი შემოსავლის პოტენციალი არ შემოიფარგლება ხელფასის ლიმიტით ან საათობრივი ანაზღაურებით, არამედ იმ ძალისხმევით, რომელიც თქვენ მზად ხართ ჩადოთ საქმეში. ეს არის გამოწვევა, რომელიც საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სწორად ყავთ საკუთარი თავი შეფასებული და იციან, რომ არც ერთი ანაზღაურება, რომელსაც მათ სხვა კომპანიები სთავაზობენ, არ არის საკმარისი იმასთან მიმართებით რისი შემოთავაზებაც მაგ კომპანიებისთვის შეუძლიათ. 
3) ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად განათლების ხარისხისა და კარიერული გამოცდილებისა აქვს საშუალება გახდეს წარმატებული უძრავი ქონების სფეროში. "უნიპრო"-ში მოსული კადრები არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც ბევრ საინტერესო სიახლესა და ცოდნას გვთავაზობენ, რომელიც მათ  რადიკალურად სხვა სფეროებში მუშაობის დროს მიიღეს. ჩვენ გუნდს შემოუერთდნენ ისეთი პროფესიის წარმომადგენლები, როგორიცაა IT, საბანკო, იურიდიული, სამედიცინო, გაყიდვები, საცალო ვაჭრობა, განათლება, ტურიზმი, საჯარო მომსახურება და სხვა. თუნდაც ახალი დასრულებული გქონდეთ სწავლდა და  სამუშაო ბაზარზე შესვლას გეგმავთ,  უძრავი ქონების სფერო ღიაა თქვენთვისაც. 
4) როგორც უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი თქვენ გეძლევათ საშუალება გააძლიეროთ თქვენი კონტაქტები ყოველდღიურად უამრავ საინტერესო ადამიენთან ურთიერთობით. 
5) თქვენ, როგორც უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი ყიდით ყველაზე სასურველ და ბედნიერების მომნიჭებელ პროდუქტს, რომელიც გაძლევთ საშუალებას დღის განმავლობაში ათობით ადამიანი პოზიტივით განაწყოთ. ბევრი უძრავი ქონების სპეციალისტი დიდ კმაყოფილებას იძენს იმის ცოდნით, რომ ისინი ეხმარებოდნენ ადამიანებს ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებში. თქვენ ეხმარებით ოჯახებს, რომლებიც თავიანთ პირველ სახლს ყიდულობენ მრავალწლიანი ოცნების შემდეგ, თქვენ ეხმარებით სტარტაპ და შემდგარ ბიზნესებს თავიანთი კომერციული უძრავი ქონების მოძიებაში, სადაც თავიანთ საქმინობას განავითარებენ და მრავალი სხვა, რომელიც თქვენი ყოველდღიური მუშაობის პროცესს გაავსებს პოზიტივით. 

საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი უძრავი ქონების სააგენტო "უნიპრო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

"უნიპრო" არის უნივერსალური და პროგრესული კომპანია, რომელიც დაფუძნების დღიდან ცდილობს საქართველოს უძრავი ქონების სფეროში ხარისხის ამაღლებას, საინტერესო პროდუქტისა და თანამედროვე სერვისის შექმნას ბაზარზე.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 50-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოში ქალაქ თბილისში. 

კომპანიის მთავარი მიზანი და მისწრაფებაა განავითაროს უძრავი ქონების სფერო საქართველოში თანამედროვე, დახვეწილი და პროფესიონალური მიდგომების გამოყენებით. 

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება 1500 ლარიდან 12000 ლარამდე.

"უნიპრო" გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:

  • უფასო გადამზადება და ტრენინგები
  • პიროვნული და პროფესიული განვითარება
  • მაღალი ანაზღაურება და ბონუსები
  • კარიერული წინსვლა
  • Fitpass
  • იდეალური სამუშაო სივრცე და კომფორტული გარემო
  • დაჯილდოებები
  • ტურები ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.
მოვალეობები: 

  • პოტენციურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
  • უძრავი ქონების მიმართულებით კონსულტაციის გაწევა
  • პროდუქტის ანალიზი და ოპტიმიზაცია
  • ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა.
მოთხოვნები: 

  • სასურველია (არა სავალდებულო) გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში
  • ინგლისური ენის ცოდნა (საკმარისია B2 დონეც)
  • გამართული მეტყველება
  • ინდივიდუალიზმი
  • კრეატიულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პრეზენტაციის უნარი.

თუ თვლით, რომ შეგიძლიათ იყოთ ერთ-ერთი "უნიპროელი" და ჩვენი დიდი ოჯახის საპატიო წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.



კატეგორია
გაყიდვები
სლოგანი
"შენი სანდო პარტნიორი უძრავი ქონების ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე" 🏠
მისამართი
ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
21 ნოემბერი - 21 დეკემბერი