ადმინისტრატორი - ბაკურიანი

9 აპრილის ქუჩა, ბაკურიანი
25 ნოემბერი - 25 დეკემბერი

ვაკანსიის აღწერა

134 ნომრიან, ახალაშენებულ აპარტსასტუმრო „დიალოგი კოხტა აპარტს“-ში ვეძებთ რეგისტრატორს.


სამუშაო ადგილი: ბაკურიანი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 8 საათიანი სამუშაო ცვლები.

 

ძირითადი მოვალეობები:


  • აპარტ სასტუმროში სტუმართა მიღება, ოთახებში განთავსება, გაცილების მთლიანი პროცესის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფა;
  • სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, ზეპირი, ელ-ფოსტითა თუ სატელეფონო კონტაქტით;
  • სტუმრებთან ეფექტური კომინიკაცია;
  • აპარტ-სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციის, მოთხოვნებისა და  ფინანსური ოპერაციების სიზუსტით ასახვის უზრუნველყოფა;
  • ჯავშნის სისტემაში და ჯავშნის სხვა პლატფორმებზე,  ოთახების ხელმისაწვდომობის, სტატუსის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების საფუძვლიანი ცოდნა;
  • სასტუმროს ყველა საოპერაციო პროცედურის საფუძვლიანი ცოდნა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სტუმრების კომფორტულად დასვენების უზრუნველსაყოფად.


საჭირო უნარები:


  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური;
  • ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული.

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • საოფისე პროგრამების ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • სტაბილურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე;
  • სამუშაო ადგილზე საცხოვრებელი ბინითა, ტრანსპორტირებით და კვებით უზრუნველყოფას.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ან დაგვიკავშირდით ნომერზე- 599385509

 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი

 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.


გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

 

გისურვებთ წარმატებას!


დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
ტურიზმი
25 ნოემბერი - 25 დეკემბერი