ადამიანური რესურსების ადმინისტრირების სპეციალისტი

14 ილია ბაბუციძის ქუჩა, თბილისი
2-3 წელი
30 ნოემბერი - 16 დეკემბერი

ვაკანსიის აღწერა

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ჩვენი ბრენდებია: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. 

ადამიანური რესურსების გუნდში ვეძებთ ახალ წევრს ადამიანური რესურსების ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე.

ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძეს ქ.#14; (მოსკოვის გამზირის ბოლოს)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 – 19:00 სთ; შესვენება: 1 საათი.
შესაძლებელია ჰიბრიდული სამუშაო  - ნაწილობრივ ოფისში, ნაწილობრივ დისტანციურად.
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი.

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • ყველა სახის ხელშეკრულების (შრომითი; მომსახურების და ა.შ) და დასაქმებულებთან კავშირში მყოფი ყველა სახის ბრძანებისა და წერილების გამზადება, განახლება;
  • შრომითი ხელშეკრულებების, სამუშაო აღწერების, შრომის შინაგანაწესის, კომპანიაში არსებული პოლიტიკებისა და პროცედურების გაცნობა დასაქმებულებისთვის.
  • დასაქმებულთა შვებულებების ადმინისტრირება; 
  • პროგრამაში მუშაობა; საჭირო ინფორმაციის შეყვანა, განახლება, რეპორტებთან მუშაობა;
  • RS.ge-ზე დასაქმებულთა რეესტრის მართვა;
  • დასაქმებულთა მონაცემების ბაზის მართვა;
  • ორგანიზაციული სტრუქტურის განახლება;
  • პირადი საქმეების მართვა;
  • ახალი დასაქმებულებისა და პოზიციის ცვლილებების შესახებ კომუნიკაციის დაგზავნა;
  • HR პოლიტიკების და პროცესების შექმნასა და განახლებაში მონაწილეობის მიღება;
  • სხვადახვა ეიჩარ პროექტებში მონაწილეობის მიღება;
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:

  • HR ადმინისტრატორად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება - აუცილებელი პირობაა
  • საქ-ოს შრომის კოდექსთან მუშაობის ცოდნა; საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძიების უნარი; 
  • პოლიტიკების, პროცედურების შექმნისა და განახლების გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • Word; Excel; Outlook; PowerPoint-ის კარგ დონეზე ცოდნა;
ჩვენ რას გთავაზობთ: 

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • მეგობრულ გარემოს
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტს
  • სწავლისა და განვითარების საშუალებას 
როგორ დაგვიკავშირდეთ:

  • თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

შერჩევის ეტაპები:

  • შეხვედრა შერჩევის სპეციალისტთან და ადამიანური რესურსების მენეჯერთან
გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დეტალები
ენები
ქართული, English
გამოცდილება
2-3 წელი
უნარები
დეტალებზე ორიენტაციის უნარი, საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საწყობი და წარმოება, ლოჯისტიკა
მისამართი
10 ბიძინა კვერნაძის ქუჩა, თბილისი 0162, საქართველო
სოციალური ქსელები
30 ნოემბერი - 16 დეკემბერი