რეგისტრატორი

1 V.gorgasali St, სტეფანწმინდა
01 დეკემბერი - 31 დეკემბერი

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველ დილით სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება;
  • ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება; 
  • ოთახების დასუფთავების დროების სიის დალაგება; 
  • სტუმართან თავაზიანი შეხვედრა. რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
  • სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა; 
  • სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა; 
  • სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა; 
  • გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება, რათა სტუმარმა არ დატოვოს სასტუმრო ანგარიშსწორების გარეშე; 
  • სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება; 
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება ღირსშესანიშნაობების შესახებ; 
  • სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ;
საჭირო უნარები:

  • ქართული და ინგლისური  ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 დეკემრამდე.

*მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
დეტალები
ენები
ქართული, English
უნარები
პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კარგი კომუნიკაციის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
1 V.gorgasali St, სტეფანწმინდა 4700, საქართველო
სოციალური ქსელები
01 დეკემბერი - 31 დეკემბერი