გამაჯანსაღებელი ცენტრის მიმღები

1 V.gorgasali St, სტეფანწმინდა
02 დეკემბერი - 01 იანვარი

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi აცხადებს ვაკანსიას გამაჯანსაღებელი ცენტრის მიმღების პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • ღიმილითა და თავაზიანი საუბრის მანერით მიესალომოს და მოემსახუროს გამაჯანსაღებელი ცენტრის ყველა სტუმარს;
  • იქონიოს ამომწურავი ინფორმაცია გამაჯანსაღებელი ცენტრის მიერ შეთავაზებულ ყველა სერვისზე;
  • საჭიროებისამებრ, გაუწიოს კონსულტაცია ცენტრის სტუმრებს გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით;
  • უპასუხოს სატელეფონო ზარებს;
  • დაიცვას სისუფთავე როგორც საცურაო აუზის გარშემო, ასევე გამაჯანსაღებელი ცენტრის მიმღების მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • დარწმუნდეს, რომ აუზის ტერიტორიაზე წინასწარ განსაზღვრულია სტუმრის ადგილი,  სავალდებულო დისტანციის დაცვით;
  • შეეცადოს, გადაწყვიტოს და აღმოფხვრას გამაჯანსაღებელი ცენტრის სტუმართა ნებისმიერი პრობლემა მშვიდი გაწონასწორებული მანერით.
საჭირო უნარები:

  • ქართული და ინგლისური  ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2 იანვრამდე.

*მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
დეტალები
უნარები
დეტალებზე ორიენტირებულობა, კარგი კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
1 V.gorgasali St, სტეფანწმინდა 4700, საქართველო
სოციალური ქსელები
02 დეკემბერი - 01 იანვარი