შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.
ფუნქცია-მოვალეობები:
სავაჭრო დარბაზის ყოველდღიურ წესრიგზე ზრუნვა;
დარბაზის თანამშრომლების დასწრებისა და სამუშაო ვიზუალის კონტროლი;
სამუშაო დღის განმავლობაში თანამშრომლების შესვენების დროის აღრიცხვა და კონტროლი;
მომსახურების სტანდარტების ან სხვა დარღვევის შემთხვევაში დროული რეაგირება;
მოახდინოს ჰიგიენური საშუალებების შეკვეთების მიღება და გაფორმება;
ორგანიზება გაუწიოს თანამშრომლების ყოველდღიური მგზავრობის პროცესის გამართულობას;
მოახდინოს დიასახლისების ყოველდღიური დასწრების ტაბელის წარმოება პროგრამა 1C-ში;
აკონტროლოს დარბაზის დეზინფექციის პროცესი;
აკონტროლოს კოვიდ-19-ის რეგულაციების ზუსტი შესრულება კომპანიაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
რუსული ენის კარგად ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
გუნდის მართვის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
დროის მენეჯმენტი და საქმიანობის სწორად დაგეგმვის უნარი;
მაღალი კორპორატიული კულტურა;
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 3 დღე მუშაობა 3 დღე დასვენება
სამუშაო საათები: 09:00-22:00 სთ (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 1300 ლარი;
ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო);
კვება;
FitPass;
უფასო ტრანსპორტირება;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ.
გამოაგზავნეთ თქვენი CV ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
₾
ხელფასი
1300 ₾
დასაქმების ტიპი
ცვლები
ენები
ქართული, Русский
გამოცდილება
3-5 წელი
სამუშაო საათები
09:00 - 22:00
უნარები
დეტალებზე ორიენტირებულობა, გუნდის მართვის უნარი, დროის მენეჯმენტი და საქმიანობის სწორად დაგეგმვის უნარი