ადმინისტრაციული მენეჯერის ასისტენტი

5 ქინძმარაულის ქუჩა, თბილისი
1-2 წელი
07 დეკემბერი - 06 იანვარი

ვაკანსიის აღწერა

პოზიცია: ადმინისტრაციული მენეჯერის ასისტენტი;

განყოფილება: ადმინისტრაცია
უშუალო ხელმძღვანელი: ადმინისტრაციის მენეჯერი

შრომითი მოვალეობები:

  • საოფისე ტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა, ასევე მასთან დაკავშირებული სახარჯი მასალის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში დროულად შეცვლა და შეკეთების ორგანიზება;
  • საოფისე ინვენტარის აღრიცხვა, კონტროლი, ინვენტარიზაცია;
  • ინფრასტრუქტურის ყოველდღიური კონტროლი, პრობლემის იდენტიფიცირება და დროული რეაგირება, შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების კონტროლი, ასევე საყოფაცხოვრებო სისტემების შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ოფისის და სასაწყობო ფართების ტექნიკური აღჭურვილობითა და ინვენტარით უზრუნველყოფა;
  • შესყიდვაზე მოთხოვნის რეესტრის წარმოება და მოთხოვნის დაზუსტების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში:
  • წვრილმანი შესყიდვების განხორციელება გამარტივებული შესყიდვის სახეობის გზით, ადგილობრივ ბაზარზე მოძიება, შეძენა და მოწოდება;
  • განხორციელებული შესყიდვების ან/და ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების/ინფორმაციის დაარქივება და ფაილინგი, მათ შორის შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის დედნის სახით (არსებობის შემთხვევაში) შენახვა დადგენილი წესით;
  • თანამშრომლებისგან შესყიდვების მოთხოვნის მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიცემა;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება ფინანსურ და იურიდიულ დეპარტამენტებთან;
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
  • განყოფილების უფროსის დამატებითი დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის სხვადასხვა სახის ანალიზის/რეპორტის მომზადება.
პასუხისმგებლობა: 

  • ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციულ მენეჯერთან
  • პასუხისმგებელია მისთვის მინდობილ საბუთებზე
  • პასუხისმგებელია მისთვის გადაცემულ ნივთებზე.
უფლებები:

  • მიიღოს სრული ინფორმაცია შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებით
  • ისარგებლოს შვებულებით და დადგენილი დასვენების დღეებით
  • მოითხოვოს სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ინვენტარი
კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება, პრიორიტეტად ჩაითვლება ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
  • ადმინისტრაციული მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების საქმიანი მიმოწერის საწარმოებლად და ზეპირი ურთიერთობებისათვის კარგ დონეზე ფლობა;
  • პერსონალური კომპიუტერის Windows საოპერაციო სისტემის, საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook) ფლობა და ინტერნეტით სარგებლობა/სასურველი და საჭირო ინფორმაციის მოძიება;
ზოგადი მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა - თანამშრომლებთან და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარი;
  • ორგანიზატორული უნარ ჩვევები;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დათქმულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
დეტალები
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ორგანიზატორული უნარ ჩვევები, დათქმულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საწყობი და წარმოება, ლოჯისტიკა
მისამართი
10 ბიძინა კვერნაძის ქუჩა, თბილისი 0162, საქართველო
სოციალური ქსელები
07 დეკემბერი - 06 იანვარი