სამზარეულოს ადმინისტრაციული ასისტენტი - სტამბა

14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
08 დეკემბერი - 08 დეკემბერი

ვაკანსიის აღწერა

აჭარა ჯგუფის რესტორნების და ბარების კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოება: სამზარეულოს თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვა, თანამშრომელთა როტაციის ორგანიზება, ტაბელის წარმოება;
  • HACCP-ის ფორმების მონიტორინგი;
  • მაცივრების რეგულარულად შემოწმება (პროდუქტები, გადაფუთვა, ეტიკეტები და ვარგისიანობა);
  • ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; 
  • გამოძახების სერვისის ტერიტორიის კონტროლი; 
  • დეპარტამენტებისგან სხვადასხვა ინფორმაციის მიღება, დამუშავება და შესაბამისად მოქმედება;
დამატებითი მოთხოვნები:

  • MS Office გამართული ცოდნა;
  • სამზარეულოს სტრუქტურის ცოდნა;
  • HACCP-ის სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;
  • ინგლისური და ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფის რესტორნების და ბარების კომპანიამ“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
დეტალები
ენები
ქართული, English
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
ჰორეკა, ტურიზმი
მისამართი
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
08 დეკემბერი - 08 დეკემბერი