წარმოების დამხმარე თანამშრომელი (მეთუნუქე)

გიორგი მუხაძის ქუჩა, თბილისი
10:00 - 18:00
12 დეკემბერი - 11 იანვარი

ვაკანსიის აღწერა

(AMS) Air Management Systems  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წარმოების   დამხმარე თანამშრომელი (მეთუნუქე).
„ეარ მენეჯმენტ სისტემს“ 1998 წლიდან დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე და უკვე 23 წელია წარმოადგენს მრავალპროფილურ  სავენტილაციო სისტემების საწარმოს,რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დანადგარებით, საწარმო აწარმოებს სხვადასხვა ტიპის, ფორმის და სირთულის პროდუქციას (ცხაურები, ჰაერის მარეგულირებელი დემფერები, სერვის ლუქები და სხვა.)

კომპანიის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://www.ams.com.ge/ka/about-us 

პოზიციის დასახელება: წარმოების დამხმარე თანამშრომელი (მეთუნუქე)
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ორხევი 
სამუშაო საათები: 10:00 -დან 18:00-მდე, ერთი საათი შესვენება. 
ანაზღაურება: (800 ლარიდან, კვალიფიკაციიდან გამომდინარე) 
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3

მთავარი მოვალეობები  და პასუხისმგებლობები:

  • წარმოების პროცესში დაზგასთან მომუშავე ინჟინერის დახმარება; 
  • საწარმოო ხაზის გაუმართაობის, წუნიანი პროდუქციის აღმოჩენის ან რაიმე სხვა პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში საჭირო ზომების მიღება კომპეტენციის ფარგლებში ან შესაბამისი თანამშრომლის ინფორმირება;
  • გამოშვებული პროდუქციის შეფუთვა და დახარისხება;
  • ხელმძღვანელების მიერ სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სრული ზოგადი ან პროფესიურლი განათლება;
  • საწარმოში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ( ჩაითვლება უპირატესობად);
სასურველი უნარები:

  • დაკვირვებული და დეტალებზე ორენტირებული;
  • გამოცდილებისადმი ღიაობა, ახალი ცოდნის მარტივად მიღების უნარი; 
  • ორგანიზებული;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული და  დისციპლინირებული; 
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ: 

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მზარდ სახელფასო სისტემას; 
  • AMS” გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ  ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას წარმოების  მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას.
შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  • შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება;
  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე).

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 577 93 88 84;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.

AMS მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
ხელფასი
800 ₾
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
უნარები
ორგანიზებული, კომუნიკაციის კარგი უნარი, დისციპლინირებული
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საწყობი და წარმოება
მისამართი
გიორგი მუხაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
12 დეკემბერი - 11 იანვარი