მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

64 დავით გურამიშვილის გამზირი, თბილისი
09:00 - 18:00
სრული განაკვეთი
13 დეკემბერი - 12 იანვარი

ვაკანსიის აღწერა

სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიისა და ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის გაკეთება, ბიუჯეტირება და განხორციელება
  • ბაზრის მოთხოვნის სისტემატიური კვლევა
  • ახალი  და არსებული მომწოდებლების ახალი პროდუქტების მოძიება, ანალიზი, ბიუჯეტირება და მოლაპარაკების წარმოება
  • ბრენდის იმიჯის სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაზე ზრუნვა
  • სარეკლამო არხების განსაზღვრა და ათვისება, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
  • ბრენდებისა და პროდუქტების მახასიათებლების ზედმიწევნით, სრულყოფილად კარგად შესწავლა, გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ბრენდების/პროდუქციის პრეზენტირება და ტრენინგი
  • ბრენდების განვითარების, ბაზარზე ცნობადობისა და მოცულობის გაზრდა
  • ბრენდების სამიზნე ჯგუფის მუდმივი კვლევა, მომხმარებელთა ქცევის შესწავლა და კომუნიკაციის შესაბამისი სტრატეგიის წარმოება
  • ბრენდის იდენტობისა და სასურველი იმიჯის ბაზარზე, სწორად დამკვიდრებისა და ბიზნესის ზრდისთვის საჭირო ნაბიჯების გათვლა, მათი აღსრულება
  • ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე, ბრენდის და  კატეგორიის ჭრილში, ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების დაგეგმვა
  • არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მათთან საუკეთესო კომერციულ პირობებზე შეთანხმება და თანამშრომლობა
  • გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების/აქციების  დაგეგმვა,  განხორციელება და ანალიზი
  • სოციალური ქსელების/პლატფორმების მართვის სტრატეგიის შემუშავება, ბიუჯეტირება და აღსრულების კონტროლი
  • გუნდთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით, ახალი იდეების გენერირება და მათთვის სტრატეგიის დასახვა
  • მარკეტინგის გეგმის ეფექტურად შესრულებისათვის, გუნდის წევრებზე დავალებების სწორად დელეგირება და პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი
გამოცდილება:

  • დისტრიბუციის, გაყიდვების, ბრენდის მართვის, კატეგორიის მართვის ან საცალო ვაჭრობის სფეროში გამოცდილება
  • FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება
  • P&L, ფინანსური ანალიტიკის, მოდელირებისა და პროგნოზირების გამოცდილება
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
ცოდნა:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 – 18:00სთ.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
13 დეკემბერი - 12 იანვარი