სასტუმრო “იბის თბილისი სტადიუმ“ (“Ibis Tbilisi stadium”), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 5000-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.
სასტუმრო „იბის თბილისი სტადიუმი“ ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის 178
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო დღის დასაწყისი: 09:00-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
• მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
• მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია
• გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა
• მუდმივი კომუნიკაცია დეპარმამენტებთან.
• მარკეტინგულ საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
• ბრენდის სტანდარტების შესწავლა და სხვადასხვა პროექტების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
• რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება.
• სასტუმროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.
• Microsoft Word, Excel, Opera PMS; - გამართულად ცოდნა
პროფესიული უნარ-ჩვევები:
• გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
• შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
• ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.