GASTRONOME -ის ჰოლდინგი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით; SHOP & DINE კონცეფციის რესტორნებით: Bistro by GASTRONOME; Argentinian Steakhouse by GASTRONOME; მეიდანზე ქართული რესტორნით „თამარა “; და კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by GASTRONOME.
GASTRONOME -ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• ფილიალის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა
• დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა (კონსულტანტი, მოლარე, დასუფთავების თანამშრომელი,დაცვა)
• ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა
• მარაგების და ნაშთების კონტროლი
• პროდუქტების გეგმიური ინვენტარიზაცია
• სალაროს კონტროლი
• ონლაინ შეკვეთების სისტემების მართვის კონტროლი (ვოლტი და ა.შ.)
• ახალი პროდუქციის მიღება და აღრიცხვა პროგრამაში
• გაყიდვების სტატისტიკის წარმოება
• საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ურთიერთობა
• მომხმარებელთა ბაზის მონიტორინგი
• მენეჯმენტთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი
მოთხოვნები/უნარები:
• მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში
• მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე
• უმაღლესი განათლება
• ინგლისური ენის ცოდნა
• სასურველია რუსულის ცოდნა
• სასურველია Apex-ში მუშაობის გამოცდილება
• საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
• კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
• გადაწყვეტილების მიღების უნარი
ანაზღაურება: ფიქსირებული (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე) + ბონუსი გამომუშავებით;
სამუშაო გრაფიკი: სრული
ლოკაცია : თბილისი
დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV.