„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან საქმიანობს.
ჩვენი მისიაა: გავხადოთ ხარისხიანი საკვები ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი!
ვეძებთ ადამიანს რომელიც ახალი იდეებით, მოტივირებული შემოუერთდება ჩვენს გუნდს და დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში.
პოზიცია - რეკრუტინგის სპეციალისტი.
რა გვჭირდება თქვენგან?
- კანდიდატების მოძიებისთვის საჭირო ეფექტური გზების შექმნა და განხორციელება
- რეკრუტინგული პროცესის დაგეგმვა (რეზიუმეების მიღება, დახარისხება, კანდიდატებთან დაკავშირება)
- კანდიდატების შერჩევის პროცესის წარმართვა
- შერჩევის პროცესის შეფასება და საჭირო დოკუმენტების წარმოება
გეძებთ თქვენ, თუ თვლით რომ ხართ:
- აქტიური, კომუნიკაბელური და მოქმედებაზე ორიენტირებული
- დეტალებზე ორიენტირებული
- კრეატიული, ინოვაციური, გამოწვევებისა და სიახლეების დანერგვის მოყვარული
- გაქვთ კრიტიკული აზროვნების უნარი
რას გთავაზობთ?
- ტრანსპორტირება
- კვება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული სატელეფონო მომსახურება
დამატებითი დეტალები:
- სამუშაო საათები: 09:30 – 17:30
- სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა
რა დაგხვდებათ ჩვენთან?
კომპანიაში, რომელსაც აქვს 12 წლიანი გამოცდილება აგრო სექტორის მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან საკვებ პროდუქტებზე. საქართველოს ბაზარზე ჩვენს სექტორში გვაქვს ლიდერის პოზიცია და აქტიურად ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების განვითარებაზე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნუტრიმაქსი არის ქართული წარმატების მოდელი, მაგრამ არც ჩვენი ჰოლანდიელი პარტნიორების მხარდაჭერას ვივიწყებთ.
კომპანიაში დაგხვდება მოტივირებული და შეკრული გუნდი, დიდი გეგმები და საინტერესო გამოწვევები.
თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!