მენეჯერი

ბამბის რიგის ქუჩა, თბილისი
19 დეკემბერი - 18 იანვარი

ვაკანსიის აღწერა

პრემიუმ დელიკატესების ქსელი  GASTRONOME , ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი ფილიალით და  SHOP&DINE კონცეფციის რესტორნებით Bistro By GASTRONOME  და  Argentinian Steakhouse By GASTRONOME.  ქართული პრემიუმ კლასის რესტორნით „ თამარა“, რომელიც ძველი თბილისის შუაგულში, მეიდანზე მდებვარეობს  და ქალაქში ყველაზე გამორჩეული აზიურ-ვიეტნამური კლუბ-რესტორანი “ZEN

ახალი კლუბ-რესტორნისთვის ვეძებთ გუდნის წევრს მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ყველა სტუმარი შენთვის ჩვენსავით მნიშვნელოვანია და საუცხოოდ შეგიძლია მათ პრემიუმ ხარისხის სერვისი შესთავაზო, შემოგვიერთდით.

მოვალეობები:

  • რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მაღალი ხარისხის მომსახურების დანერგვა და მონიტორინგი რესტორანში;
  • მომხმარებლის კომენტარზე შესაბამისი რეაგირება. 
  • თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლის მართვა;
  • ცვლის გახსნისა და დახურვის შესაბამისი პროცედურების დაცვა;
  • არსებული სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა და დაცვის კონტროლი.
  • საჭირო პროდუქციის შეკვეთების გაკეთება და მარაგების კონტროლი;
  • თანამშრომლების მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა; 
  • რესტორანში ინვენტარიზაციის ორგანიზება და კონტროლი;
  • რესტორნის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავსი ტიპის-რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც ექნება გამოცდილება კლუბის ან მსგავსი სარესტორნო ბიზნესის მართვის; 
  • აუცილებელია ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა;
  • კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესად.
  •  სასურველია სარესტორნო პროგრამების ცოდნა.
  • მარაგების მართვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
თუ თქვენი ღირებულებები ზუსტად შეესაბამება ჩვენს მაღალ სტანდარტებს,გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!

დეტალები
უნარები
კომუნიკაბელურობა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, პუნქტუალურობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
უნივერსიტეტის ქუჩა, თბილისი, საქართველო
19 დეკემბერი - 18 იანვარი