სუპერვაიზერი

ბამბის რიგის ქუჩა, თბილისი
2-3 წელი
19 დეკემბერი - 18 იანვარი

ვაკანსიის აღწერა

ახალი აზიური კლუბ-რესტორანი ZEN -ი. აღნიშნული ობიექტისთვის ვეძებთ თანამშრომლებს სუპერვაიზერის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მაღალი ხარისხის მომსახურების დანერგვა და მონიტორინგი რესტორანში;
  • მომხმარებლის კომენტარზე შესაბამისი რეაგირება. 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მუდმივი მონიტორინგი და შეფასება, მათთვის განახლებული ინფორმაციის გაზიარება დატრენინგების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლის მართვა;
  • ცვლის გახსნისა და დახურვის შესაბამისი პროცედურების დაცვა;
  • არსებული სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა და დაცვის კონტროლი.
  • შეკვეთების გაკეთება და მარაგების კონტროლი;
  • უნიფორმების/სუფრების მარაგების კონტროლი და განაწილება;
  • ყოველდღიური რეპორტის გაგზავნა ხელმძღვანელებთან;
ძირითადი მოთხოვნები:

  • რესტორნის მომსახურების სფეროში გამოცდილების ქონა;
  • მომსახურების სფეროში სუპერვაიზერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია MS Office პროგრამების ცოდნა;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
სამუშაო გრაფიკი: სრული,კვირაში 40 საათი   
ლოკაცია : თბილისი

თუ თქვენი ღირებულებები ზუსტად შეესაბამება ჩვენს მაღალ სტანდარტებს,გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!

დეტალები
ენები
ქართული, English
გამოცდილება
2-3 წელი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
უნივერსიტეტის ქუჩა, თბილისი, საქართველო
19 დეკემბერი - 18 იანვარი