რეგიონის ლიდერი კომპანია ,,მაქსიმა“ აცხადებს ვაკანსიას განშლის ოთახის ოპერატორის პოზიციაზე.
,,მაქსიმა“ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან და მომხმარებელს სტავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებს და აქსესუარებს. წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: AGT, ORMA, CHAMSAN, ERKUL, GTV და სხვა.
მაქსიმა არის მზარდი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლისთვის შექმნას ჯანსაღი და სასიამოვნო სამუშაო გარემო.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთის აღება, გაფორომება;
- პროგრამაში მუშაობა Cutting, Biesse;
- ნახაზებზე მუშაობა, ზომების შეყვანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- უპირატესობა მიენიჭება კადრს, რომელსაც აქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარე
- კომუნიკაბელური
- დაკვირვებული
- დეტალებზე ორიენტირებული
- სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-შაბათი 09:00-დან დან 18:30-მდე პერიოდი, კვირა დასვენება.
- ანაზღაურება: პირველი 3 თვის განმავლობაში 750 ლარი, მზარდი.
- სტაჟირება: 2 კვირა, ანაზღაურებადი
- ბენეფიტი: უფასო კვება
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან დაგვირეკეთ ნომერზე 591880435.
გისურვებთ წარმატებას!