მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი - ბათუმი

ფარნავაზ მეფის ქუჩა, ბათუმი
23 დეკემბერი - 22 იანვარი

ვაკანსიის აღწერა

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე:

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, ფუნქციონირების მონიტორინგი და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მათში როლების, მომხმარებლებისა და უფლებების განაწილება მოთხოვნის შესაბამისად.
  • ბიზნეს პროცესების შესრულების დროს მონაცემთა ბაზაში აღმოჩენილი შეცდომებისა და უზუსტობების აღმოფხვრა.
  • მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია.
  • მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვა.
  • მონაცემთა ბაზების მენეჯირება, კონფიგურირება
  • მონაცემთა ბაზების მონიტორინგი (health and performance)
  • მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების დაგეგმვა, ორგანიზება და უზრუნველყოფა
  • მონაცემების უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა პასუხისმგებლობის ფარგლებში
  • მონაცემების სათადარიგო ასლების პოლიტიკის დანერგვა მონაცემთა ბაზების დონეზე
  • საბანკო აპლიკაციების ტექნიკური გამართვა და საპორტი
  • მონაცემთა ბაზების და საბანკო აპლიკაციების მხარდაჭერა
  • მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკურ სფეროში (შესაძლებელია დამამთავრებელი იყოს კურსის სტუდენტი)
  • სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე 
  • მონაცემთა ბაზების Oracle DBMS/MS SQL Server ადმინისტრირების გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზების მართვის სისტემის სტანდარტული ინსტრუმენტების (PL/SQL Developer, SQL Plus, SQL Management Studio და სხვა) ცოდნა;
  • SQL, PL/SQL და T-SQL ცოდნა;
  • თანამედროვე სტანდარტულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის ცოდნა;
  • რუსული/ინგლისური ენების ცოდნა;
  • სასურველი: HP-UX , Windows, Linux ოპერაციული სისტემის ზოგადი ცოდნა.
  • სამუშაოს დროის და ტასკების შესრულების რიგითობის ოპტიმალური დაგეგმვა
  • Microsoft ტექნოლოგიებთან მუშაობს გამოცდილება (MSSQL server 2012/14/16)
  • T-SQL-ის ცოდნა
  • SQL server 2012 (always-on, cluster, mirroring, logshiping) ტექნოლოგიების ცოდნა
  • SQL server 2012 (backup, restore, data recovery) ცოდნა
  • SQL server 2012 (performance tuning and optimization) ცოდნა
სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:

  •  სტრესულ და დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
  •  შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალობა;
  •  გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშო კვირა.
ანაზღაურება: მინიმალური 1250 ლარი კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

გისურვებთ წარმატებას!

საკონტაქტო ინფორმაცია: 568 700 300
დეტალები
ენები
ქართული, English, Русский
განათლება
ბაკალავრი
უნარები
გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა
დამსაქმებლის შესახებ
სოციალური ქსელები
23 დეკემბერი - 22 იანვარი