ტექნიკური ინჟინერი

Rafael Agladze St, თბილისი
10:00 - 18:00
სრული განაკვეთი
ჰიბრიდული
23 დეკემბერი - 15 იანვარი

ვაკანსიის აღწერა

პოზიცია: ტექნიკური ინჟინერი


სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სთ (10:00-18:00 კვირაში ხუთი დღე)

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; რ.აგლაძის N59


💡 კომპანია ლამპარი დაფუძნდა 2022 წლის მარტში პირველი ინფრასტრუქტურული ჰაბის SEKKEIPARK-ის მიერ.

💡 კომპანია ლამპარი ორიენტირებულია მომხმარებლის (ელექტრიკოსების, მშენებლების, უსაფრთხოების, IT და ასე შემდეგ) ხარისხიანი პროდუქციის და მათთვის საჭირო დამატებითი სერვისების გაწევისთვის. ჩვენი მიზანია, მათ ყველა საჭირო პროდუქცია და ინფორმაცია მივაწოდოთ, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მიწოდების სერვისით და სხვა საპროექტო, სამენეჯმენტო საკითხებში.

💡 მათთვის იყოს კარგი მეგობარი. 💡

 

💡 ლამპარი საცალო მომხმარებლებს (B2C მიმართულებით) სთავაზობს ელექტრო ინჟინერიის პროდუქციის მაღაზიას.


ელექტრო პროდუქცია:

სანათები, ავტომატები, კარადები, კაბელები, ლედ. ლენტები, ავარიული სანათები, ზარი, დამიწება, კაბელები, სამონტაჟო აქსესუარები.

სუსტი დენები:

ვიდეო მეთვალყურეობა, სახანძრო სიგნალიზაცია, სიგნალიზაცია, ქსელის აქტიური და პასიური პროდუქცია, რეკები, დომოფონი, ელექტრო საკეტები, სკოლის ზარები, ტელევიზია, კაბელები, სამონტაჟო აქსესუარები.


💡 ლამპარი კორპორატიულ მომხმარებლებს (B2B მიმართულებით) სთავაზობს დამატებით სერვისებს:


  • პროექტის დამუშავება
  • იურიდიული მომსახურება, ხელშეკრულებები
  • ბიუჯეტირება
  • შესყიდვები
  • ფინანსური, საკონსულტაციო მომსახურებები.

💡 ელექტრო პრუდიქციის დისტრიბუტორი კომპანია ლამპარი ეძებს გუნდის წევრს, ტექნიკურ ინჟინერს 💡

 

გასაუბრება ჩატარდება 3 ეტაპად:  

 

  1. CV | გუგლის ფორმის შევსება N1.
  2. გუგლის ფორმის შევსება N2 | ონლაინ გასაუბრება (უფრო ღმად ლამპრის გაცნობა).
  3. პირადად გასაუბრება, გაცნობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: 


  • მოტივირებული და დეტალებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელური და კლიენტზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური და დისციპლინირებული;
  • ენერგიული და აქტიური;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარის მქონე;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • პასუხისმგებლიანი.

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

 

  • სავალდებულოა ელექტრო ინჟინერიის კუთხით ტექნიკური განათლება;
  • პროექტების წაკითხვის უნარი;
  • ელექტრო ინჟინერიის პრაქტიკული გამოცდილება.
  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • ასევე განიხილება, გამოცდილების არმქონე ნიჭიერი, მცოდნე, მონდომებული ახალგაზრდა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • კომპანიის ტექნიკური მიმართულების გამართულობაზე პასუხისმგებლობა;
  • ასორტიმენტში არსებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ზემიწევნით ცოდნა;
  • პროდუქციის ტექნიკური დეტალების თანამშრომლებისათვის გაზიარება;
  • მომხმარებლისათვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;
  • პროექტების დამუშავება ტექ-ინჟინრული კუთხით;
  • სხვა საჭირო საკითხებში კომპანიის თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • დახარვეზებული პროდუქციის შემოწმება;
  • ინვოისის ტექნიკური გამართულობის შემოწმება.

ლამპარი გთავაზობთ:

 

  • ფიქსირებული ხელფასი;
  • მუდმივი განვითარება;
  • მეგობრული გარემო;
  • კარიელური წინსვლის პერსპექტივა.

ვენი მხრიდან გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი შრომა იქნება მუდმივად დაფასებული, გეპატიჟებით არა თანამშრომლად არამედ გუნდის წევრად, გვინდა შევქმნათ ისეთი ბრენდი, რომელიც მრავალ სიკეთეს დათესავს და გვჭირდება დახმარება. 💡

 

ჩვენ გვჯერა, დასახულ მიზნებს ერთად უნდა მივაღწიოთ, ვიშრომოთ, ვისწავლოთ, ვიკამათოთ და შევქმნათ კიდე უფრო მშვენიერი ლამპარი 💡

აქედან გამომდინარე ვეძებთ ნიჭიერ, მიზანდასახულ, ლიდერ ადამიანს, რომლესაც არ ასვენებს ის შინაგანი გძნობა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შექმნას. 💡

 

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ CV და შეავსეთ გუგლის ფორმა https://docs.google.com/forms/d/1JxzHeTgLpFxDWmw5lwXkETfxQgEAmC2Q8o1L3RSUHf4/edit 💡

 

Facebook გვერდები:

 

https://www.facebook.com/lampari1  ლამპარი

https://www.facebook.com/sekkeipark სეკე პარკი

 

აანთე და ანათე 💡

დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
ჰიბრიდული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
Rafael Agladze St, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
23 დეკემბერი - 15 იანვარი