შეფ-მზარეული

1 V.gorgasali St, სტეფანწმინდა
1-2 წელი
26 დეკემბერი - 25 იანვარი

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi აცხადებს ვაკანსიას შეფ მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • შექმნას და განაახლოს მენიუ;
  • უზრუნველყოს შეკვეთების მომზადება ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
  • აკონტროლოს საჭირო პროდუქტების ხარისხი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა;
  • შეამოწმოს თითოეული კერძის ხარისხი, პორციის რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე.
  • შეამოწმოს სამზარეულოს ინვენტარი და ხარვეზის აღმოჩნის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია ტექნიკურ დეპარტამენტს.
  • შეიმუშავოს და დანერგოს ტრენინგები; დარწმუნდეს, რომ ყველა თანამშრომელი საჭიროებისამებრ დატრენინგებულია. 
  • გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მათ დატრენინგებაში;
  • უზრუნველყოს დეპარტამენტში ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 იანვრამდე.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


დეტალები
გამოცდილება
1-2 წელი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
1 V.gorgasali St, სტეფანწმინდა 4700, საქართველო
სოციალური ქსელები
26 დეკემბერი - 25 იანვარი