შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
ადმინისტრაციის დეპარტამენტში, ფინანსების გუნდში ვეძებთ ახალ წევრს ბუღალტრის პოზიციაზე.
ოფისის მისამართი: ქ.თბილისი, ილია ბაბუციძის ქ. #14
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-დან 19:00-მდე).
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
- შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
- დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
- პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
- სალაროს ნაშთის კონტროლი;
- საბანკო ოპერაციების ასახვა;
- ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურში კვარტალური, ყოველწლიური და სხვა კითხვარების შევსება და გადაგზავნა;
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
- აღნიშნული პოზიციის შესაბამისი სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია დასრულებული უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსური ან საბუღალტრო მიმართულებით;
- ჩაბარებული ქონდეს შემდეგი გამოცდები: ACCA F1,F2,F3;
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- IFRS ცოდნა;
- Excel ის ცოდნა;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება უფროსი ბუღალტრის ან ბუღალტრის პოზიციაზე მსგავსი პროფილის კომპაინაში;
- უპირატესობა მიენიჭება ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირს;
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების და საბონუსე სისტემას;
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს;
- საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას;
როგორ დაგვიკავშირდეთ:
დაინტერსების შეთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 26.01.2023.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
- გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეიჩართან
- შეხვედრა ამყვან მენეჯერთან
გისურვებთ წარმატებებს.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.