გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ვაკანსიის აღწერა
პრემიუმ დელიკატესების ქსელი GASTRONOME, ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი ფილიალით და SHOP&DINE კონცეფციის რესტორნებით Bistro By GASTRONOME და Argentinian Steakhouse By GASTRONOME. ქართული პრემიუმ კლასის რესტორნით " თამარა", რომელიც ძველი თბილისის შუაგულში, მეიდანზე მდებარეობს და ქალაქში ყველაზე გამორჩეული აზიურ-ვიეტნამური კლუბ-რესტორანი "ZEN".
თბილისში გაიხსნა ახალი აზიური კლუბ-რესტორანი ZEN -ი. აღნიშნული ობიექტისთვის ვეძებთ თანამშრომლებს მიმტანის დამხმარის პოზიციაზე (კვირაში ორი სამუშაო დღე).
ძირითადი მოვალეობები:
მიმტანის დახმარება შეკვეთის დროულად მიღებასა და სტუმრის სათანადო მომსახურებაში;
შეკვეთის დროული მიწოდება მიმტანამდე;
მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
საჭირო უნარები:
სასურველია სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის სფეროში
ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
ინგლისური და ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 სამუშაო დღე. (პარასკევი, შაბათი 21:00-06:00)
ლოკაცია: თბილისი
თუ თქვენი ღირებულებები ზუსტად შეესაბამება ჩვენს მაღალ სტანდარტებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.