„ჯი-ემ-თი ჰოსფითალითი“ აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. „ჯი-ემ-თი ჰოსფითალითი“ აერთიანებს განსხვავებული კონცეფციის ოთხ სარესტორნო სივრცეს. მის შემადგენლობაში შედის ფუნიკულიორის კომპლექსი, სახაბაზო „პური გულიანი“, გასტრონომიული დუქანი „რიგი“ და „პური გულიანი ექსპრესი“.
კომპანიის მთავარი ამოცანაა სტუმარმასპინძლობის სფეროში საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ახალი და მრავალფეროვანი პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 319 300
ძირითადი მოვალეობები:
პოსტების დიზაინის გაკეთება;
სარეკლამო მასალების დიზაინის დამზადება;
კომპანიის ბრენდებისათვის შესაბამისი ვიზუალური მასალების დამზადება:
სოციალური ქსელებისათვის - ინსტაგრამი/ფეისბუქისთვის პოსტების, ქავერების მომზადება; motion ვიდეოების დამზადება;
თემატური და ბრენდირებული შეფუთვების უზრუნველყოფა;
მოთხოვნები:
Adobe photoshop-ისა და illustrator-ის ცოდნა;
სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
გასაუბრება HR დეპარტამენტსა და გენერალურ მენეჯმენტთან;