კომპანია,, ბარაქა,, რომელიც ოპერირებს საქართველოში აგრო ბიზნესში და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიო პრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, ბარაქას პროფესიონალთა გუნდი მსოფლიო აგრობიზნესის წამყვანი ბრენდების პროდუქციას გთავაზობთ. ამასთან ერთად, აგროტექნიკის, აგროსერვისის, სფეროს ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების შესახებ მუდმივად გაწვდით სანდო ინფორმაციას.
🔰 ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 27 წამყვან აგროპროდუქციის მწარმოებელთან და ვთავაზობთ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სასუქებს, პესტიციდებსა და სათესლე მასალას.
✅ ჩვენი გამოცდილი აგრონომები კი, მუდამ მზად არიან აგრარულ სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში დაეხმარონ ფერმერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
კომპანია,, ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ამჟამად ფლობს 7 ქსელურ აგრომაღაზიასა , ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში და გეგმავს 14-მდე გაზარდოს აგრომაღაზიათა რიცხვი.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.
გვიხილეთ:
ვეძებთ ახალ თანამშრომელს გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს სასურველია ჰქონდეს კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება;
- ვებბანერების დიზაინი;
- სოციალური მედიის არხებისთვის ყოველდღიური ვიზუალების შემუშავება;
- სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება.
- კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;
- კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
- ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
- Adobe Photoshop-ისა და Illustrator-ის ცოდნა;
- სხვა დამატებითი გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ბრენდბუქისა და ტიპოგრაფიის სტანდარტების ცოდნა;
- კრეატიული აზროვნება.
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- კრეატიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტური მართვა
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ნომერი , სატელეფონო ლიმიტით
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ( NET)
გრაფიკული დიზაინერი ანგარიშვალდებულია კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსთან
სამუშაო ადგილია: ქ.თბილისის სათაო ოფისი , მერაბ ალექსიძის ქ.13
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით და თქვენი ნამუშევრების პორტფოლიო.
გისურვებთ წარმატებებს!