კომპანია,, ბარაქა,, რომელიც ოპერირებს საქართველოში აგრო ბიზნესში და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიო პრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, ბარაქას პროფესიონალთა გუნდი მსოფლიო აგრობიზნესის წამყვანი ბრენდების პროდუქციას გთავაზობთ. ამასთან ერთად, აგროტექნიკის, აგროსერვისის, სფეროს ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების შესახებ მუდმივად გაწვდით სანდო ინფორმაციას.
🔰 ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 27 წამყვან აგროპროდუქციის მწარმოებელთან და ვთავაზობთ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სასუქებს, პესტიციდებსა და სათესლე მასალას.
✅ ჩვენი გამოცდილი აგრონომები კი, მუდამ მზად არიან აგრარულ სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში დაეხმარონ ფერმერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
კომპანია,, ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ამჟამად ფლობს 7 ქსელურ აგრომაღაზიასა , ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში და გეგმავს 14-მდე გაზარდოს აგრომაღაზიათა რიცხვი.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.
გვიხილეთ:
ვეძებთ ახალ თანამშრომელს ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს სასურველია ჰქონდეს კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის სტანდარტების ცოდნა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
- პროდუქციის განბაჟების პროცესის მონიტორინგი;
- შიდა გადაზიდვის პროცესის კოორდინირება;
- კომპანიის სასაწყობო მეურნეობის მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
- მაღაზიების და საწყობების ყოველთვიური ინვენტარიზაცია;
- კომპანიის ავტო-პარკის მართვა და კონტროლი;
- კომპანიისა და მისი ბრენდების ცნობადობის ზრდასა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- საქართველოს მაშტაბით მუდმივი მივლინებები, სავაჭრო ობიექტების კონტროლის და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
- ყოველკვირეული შესაბამისი ანგარიშგების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელისათვის ;
- კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;
- კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
- ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის დიპლომი;
- ლოგისტიკის მენეჯერად მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ;
- სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატის ფლობა და მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
სხვა დამატებითი მოთხოვნები:
- პროცესების მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დატვირთულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ორგანიზებულობა.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ნომერი , სატელეფონო ლიმიტით
- საწვწვის ლიმიტი
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად 2000 ლარიდან 2500 ლარამდე ( NET)
ლოჯისტიკის მენეჯერი ანგარიშვალდებულია კომპანიის კომერციულ დირექტორთან.
სამუშაო ადგილია: საქართელოს რეგიონები( კომპანიის მაღაზიები და საწყობები) და ქ.თბილისის სათაო ოფისი , მერაბ ალექსიძის ქ.13
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით.
გისურვებთ წარმატებებს!