პრემიუმი

სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელი

20 იანვარი - 03 თებერვალი
დეტალები
მისამართი
ნ. ირბახის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
4000 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
5+ წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
პროექტების მართვა, Საოფისე პროგრამები

ვაკანსიის აღწერა

შპს "მოედანი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე www.moedani.ge

 

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:


  • სამშენებლო გუნდის მართვა/დაკომპლექტება
  • სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა 
  • სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი და შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშის მომზადება 
  • სამშენებლო პროექტების მართვა დროსა და ხარჯებთან მიმართებაში 
  • შესრულებული სამუშაოების კონტროლი ხარჯებისა და მოცულობების თვალსაზრისით 
  • სამშენებლო სამუშაოების გეგმების მომზადება (დაგეგმარება
  • დაგეგმილი და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შედარებით ანგარიშების მომზადება 
  • პროექტში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია
  • გეგმების, ნახაზების და მოცულობების ყოველდღიური გადამოწმება
  • სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლისა და სამშენებლო ბრიგადის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი. ხარვეზების შემთხვევაში მათი აღმოფხვრა და ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფა 
  • სამშენებლო ობიექტზე მასალების ხარისხის და რაოდენობის კონტროლი
  • ინვენტარიზაციების ზედამხედველობა 
  • პროექტთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემური საკითხების მოგვარების გეგმების განსაზღვრა
  • სამშენებლო სამუშაოებისა და დადგენილი სახელმწიფო ნორმების შესრულების ზედამხედველობა
  • პროექტების ვადების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება საინჟინრო/სამშენებლო განხრით 
  • პროექტების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება 
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა 
  • ანალიტიკური აზროვნება 
  • სამშენებლო პროექტების წაკითხვა-გარჩევის უნარი
  • ასაკი: 35-55 წელი 


პიროვნული კომპეტენციები/უნარები

  • პროექტის დაგეგმვა-მართვის უნარი
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვა
  • ორგანიზებულობა და დისციპლინის უნარი
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა

 

ანაზღაურება: 4000 ლარი + ბონუსი

 

დაინტერსების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა3 თებერვალი, 2023

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდსwww.moedani.ge 

კატეგორია
მშენებლობა
სლოგანი
თავშეყრის ადგილი
სოციალური ქსელები
20 იანვარი - 03 თებერვალი