სტაჟიორი

37 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
05 იანვარი - 13 იანვარი

ვაკანსიის აღწერა

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: შესყიდვების დეპარტამენტი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 13 იანვარი, 2023 წ

ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!

ჩვენ დაგახვედრებთ:

  • საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
  • მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
  • მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
  • ღიაობას ინიციატივების მიმართ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაბალბიუჯეტიანი შესყიდვების განხორციელება
  • თანამშრომელთა ბენეფიტების ადმინისტრირება: პროფესიული ლიტერატურა, სპორტი და ტრენინგები
  • რეგულარული გამართული სერვისისთვის დოკუმენტებისა და გადახდების დამუშავება
  • თანამშრომლების საოპერაციო მხარდაჭერა ადგილობრივ და საერთაშორისო მივლინებებში
  • სხვადასხვა დეპარტამენტებისა და გუნდების მხარდაჭერა შესყიდვების პროცესში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება- ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოჯისტიკის, საოპერაციო მენეჯმენტის, ბუღალტერიის, ან მათემატიკის მიმართულებით
  • უცხო ენები- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის Upper-Intermediate (B2) დონეზე ცოდნა; რუსული ენის Intermediate (B1) დონეზე ცოდნა სასურველია
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები- MS Office პროგრამების Intermediate დონეზე ცოდნა
საჭირო უნარ-ჩვევები:

  • მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
  • ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
  • პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
  • კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები
  • ინიციატივა & ინოვაცია
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

განაცხადის შევსება - https://wrk.ge/Nwt4eF
დეტალები
ენები
ქართული, English
განათლება
ბაკალავრი
უნარები
მაღალი სამუშაო ეთიკა, მიზანზე ორიენტაცია, ხარისხზე ორიენტაცია
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
ფინანსები, საბანკო-საფინანსო
მისამართი
37 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0162, საქართველო
სოციალური ქსელები
05 იანვარი - 13 იანვარი