GASTRONOME Group -ში ბაზარზე წარმოდგენილია ოთხი პრემიუმ კლასის რესტორნით:
Bistro By GASTRONOME
Argentinian Steakhouse By GASTRONOME
ქართული პრემიუმ კლასის რესტორნით „ თამარა“
აზიურ-ვიეტნამური კლუბ-რესტორანი “ZEN“
აღნიშნული რესტორნებისთვის ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე
ძირითადი სამუშაო აღწერილობა:
- „გასტრონომის ჯგუფის“ F&B მიმართულების ხელმძღვანელებთან ერთად, ყველა სახის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება, შესრულების მონიტორინგი;
- ჰოლდინგის მარკეტინგის გუნდთან ერთად გუნდურ სამუშაო პროცესში ჩართულობა კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად ;
- მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება, თითოეული ობიექტისთვის პროექტების დაგეგმვა და შემდეგ მათი იმპლემენტაცია;
- მედია გეგმის შემუშავება და მართვა;
- ინოვაციური პროექტების შემუშავება და იმპლემენტაცია ბრენდების ცნობადობის გაზრდის მიზნით;
- წლიური მედიაგეგმის და მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა/დამტკიცება და შემდგომში შესრულების მონიტორინგი;
- რეპორტინგის პროცესის შემუშავება და ყოველთვიური შესრულება, დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად მისი ანალიზი;
- ყოველკვირეული ოპერაციების მართვა და მონიტორინგი;
- კომპანიის პარტნიორ უცხოურ ბრენდებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათთან ერთად სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- კონკურენტების კვლევა;
- მომხმარებლებთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნება, ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირება;
- რესტორნების სამოქმედო გეგმის და პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
- პერსონალის დაქირავების პროცესში ჩართულობა, დასაქმებული თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების ხელშეწყობა ჰოლდინგის ადამიანური რესურსების გუნდთან ერთად;
- სასმელისა და საკვების სფეროში არსებული ახალი ტენდენციების, ფასების და პროდუქციის რეგულარური ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის;მენეჯმენტის;საზოგადოებასთან ურთიერთობის ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
- სასურველია საერთაშორისო/ ბრენდულ /ფიუჟენ რესტორანში მუშაობის გამოცდილება;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება F&B მიმართულებით;
- მომსახურეობის სტანდარტების ცოდნა;
- ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაცის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- სტრესის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- ახალგაზრდა და პოზიტიურ გუნდთან ერთად მუშაობას ქალაქში ყველაზე საინტერესო პროექტებზე;
- ყველაზე განვითარებად კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას.
თუ თვლით, რომ თქვენი სამუშაო გამოცდილება და ენთუზიაზმი შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე .
გისურვებთ წარმატებებს !