მაღაზიის მენეჯერი - ქარელი

ამირეჯიბის ქუჩა, ქარელი
11 იანვარი - 10 თებერვალი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია ,,ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს,  ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 7  ქსელურ აგრომაღაზიასა , ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში და   გეგმავს 14-მდე გაზარდოს აგრომაღაზიათა რიცხვი.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ  სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ  გუნდში.  

გვიხილეთ:

ან ვებ-გვერდზე www.baraka.ge 

ვეძებთახალთ თანამშრომლებს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქარელში.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს წარმატების მიღწევის დიდი სურვილი და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი. ასევე სასოფლო-სამეურნეო  ბიზნესში განვითარების  ინტერესი,  ასევე  უნდა ჰქონდეს  პრაქტიკული გამოცდილება მაღაზიის მართვის, კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, კომპიუტერულ პროგრამებში, ვორდი, ექსელი, აუთლუქში  მუშაობის გამოცდილება; გამართულად მეტყველება  ქართულ ენაზე.

აუცილებელია  ცხოვრობდეს შესაბამის რეგიონში და ფლობდეს მსუბუქ ავტო-მანქანას. 

მაღაზიის მენეჯერის უფლება-მოვალეობები:

  • ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა (კონსულტანტი, მოლარე-ოპერატორი, გაყიდვების მენეჯერების და სხვა)
  • ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა
  • სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი
  • პროდუქტების გეგმიური ინვენტარიზაცია
  • ახალი მომხმარებლების მოძიება
  • რეგიონის მოთხოვნის ანალიზი  
ბარაქა გთავაზობთ:

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • საწვავის ლიმიტი და ყოველთვიურად  მანქანის ცვეთის თანხა
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
მაღაზიის მენეჯერის  პოზიციაზე  დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა  თანამშრომელთა გუნდს, კონკურენტულ ანაზღაურებას 1500- დან 3000 ლარამდე ბონუსის ჩათვლით (NET)  კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

შერჩეულ კანდიდატებს  ჩაუტარდებათ  ტრეინინგები , როგორც გაყიდვების კუთხით ასევე  აგრო ბიზნესის და  ჩვენი პროდუქციის შესახებ, ტრეინინგებს ჩაატარებენ  ჩვენი თანამშრომლები და მოწვეული უცხოელი დარგის სპეციალისტები. ტრეინინგები ჩატარდება ჩვენს ოფისში და ადგილზე რეგიონში. 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , შაბათი მოკლე დღეა  და კვირა დასვენების დღე.  

შერჩეულ კანდიდატებს  ჩაუტარდებთ ჩვენი პროდუქციის შესახებ ტრეინინგი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით.

გისურვებთ წარმატებებს!

დეტალები
ხელფასი
1500-3000 ₾
უნარები
მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
კვლევა
სლოგანი
მეცნიერება უხვი მოსავლისთვის
მისამართი
13 მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
11 იანვარი - 10 თებერვალი