კომპანია ,,ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 7 ქსელურ აგრომაღაზიასა , ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში და გეგმავს 14-მდე გაზარდოს აგრომაღაზიათა რიცხვი.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.
გვიხილეთ:
ვეძებთახალთ თანამშრომლებს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისში.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს წარმატების მიღწევის დიდი სურვილი და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი. ასევე სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში განვითარების ინტერესი, ასევე უნდა ჰქონდეს პრაქტიკული გამოცდილება მაღაზიის მართვის, კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, კომპიუტერულ პროგრამებში, ვორდი, ექსელი, აუთლუქში მუშაობის გამოცდილება; გამართულად მეტყველება ქართულ ენაზე.
აუცილებელია ცხოვრობდეს შესაბამის რეგიონში და ფლობდეს მსუბუქ ავტო-მანქანას.
მაღაზიის მენეჯერის უფლება-მოვალეობები:
- ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა (კონსულტანტი, მოლარე-ოპერატორი, გაყიდვების მენეჯერების და სხვა)
- ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა
- სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი
- პროდუქტების გეგმიური ინვენტარიზაცია
- ახალი მომხმარებლების მოძიება
- რეგიონის მოთხოვნის ანალიზი
ბარაქა გთავაზობთ:
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- საწვავის ლიმიტი და ყოველთვიურად მანქანის ცვეთის თანხა
- კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, კონკურენტულ ანაზღაურებას 1500- დან 3000 ლარამდე ბონუსის ჩათვლით (NET) კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტრეინინგები , როგორც გაყიდვების კუთხით ასევე აგრო ბიზნესის და ჩვენი პროდუქციის შესახებ, ტრეინინგებს ჩაატარებენ ჩვენი თანამშრომლები და მოწვეული უცხოელი დარგის სპეციალისტები. ტრეინინგები ჩატარდება ჩვენს ოფისში და ადგილზე რეგიონში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , შაბათი მოკლე დღეა და კვირა დასვენების დღე.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებთ ჩვენი პროდუქციის შესახებ ტრეინინგი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით.
გისურვებთ წარმატებებს!