საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში გაყიდვების ანალიტიკოსის თანამდებობაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველთვიური/წლიური/კვარტლური გაყიდვების რეპორტის მომზადება;
- მიმდინარე პრომო აქციების მონიტორინგი, კონტროლი და ეფეტურობის შეფასება, ანალიტიკა;
- პერიოდულად საინვენტარიზაციო ჯგუფში მონაწილეობის მიღება;
- დისტრიბუციის ეფექტურობის რეპორტი უბნების, გაყიდვების არხების, პორტფელის და ბრენდების მიხედვით, მისი ანალიტიკა;
- კონკურენტების ფასების ანალიზი;
- ზემდგომი მენეჯერების მხრიდან მიღებული დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
- სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია( არა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება.
- Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა - შეფასდება ტესტირებით;
- 1 С ოპერაციული სისტემის პროფესიული ფლობა;
- რუსული(კარგი) და ინგლისური(კარგი) დონეზე ცოდნა.
სხვა უნარები:
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
- ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად
- გამოსაცდელი პერიოდი 1000 ლარი და შემდეგ 1200 ლარი.
- მზარდი ანაზღაურებით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.