კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ჰიდრავლიკის სახლში ფოთში.
ჰიდრავლიკის სახლში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს სპეც.ტექნიკისა და საწარმოო ჰიდრავლიკის სისტემის კომპონენტები, ტუმბოები, ძრავები,მაღალი წნევის მილები, ჰიდრავლიკური ცილინდრის მილები, ღეროები, ჩობალები, მანჟეტები, ზეთები, ფილტრები და სხვ.
სამუშაო სფეციფიკიდან გამომდინარე სასურველია კანდიდატი იყოს მამრობითი სქესის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის რეალიზაცია;
- მაღაზიაში შემოსული მომხმარებლის ეფექტური მომსახურება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
- ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
- ობიექტზე მოწოდებული პროდუქციის მიღება დათვლა/აღრიცხვა, დასაწყობება და განლაგება;
- ობიექტზე პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
- ელექტრონულ კატალოგებსა და სისტემებში პროდუქციის დეტალზე და სხვა საჭირო მახასიათებელზე ინფორმაციის მოძიება;
- ხელმძღვანელობისთვის პერიოდული რეპორტების წარდგენა პროდუქციის ხარისხის, ფასის მიმართ მომხმარებლების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
ანაზღაურება:
გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 500-1000 ლარამდე (გაიზრდება ეტაპობრივად)
გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: ფიქსირებული 1000 ლარი+პრემია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV.
გისურვებთ წარმატებებს!